რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთთან ურთიერთობები, ყველაზე ძლიერ ეტაპზეა, იმ ფონზე როცა, უკრაინაში წარმოებული ომის გამო, დასავლეთი მოსკოვის იზოლაციას ცდილობს.
ასევე ნახეთ: ომში უკრაინის 1 119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაეროპეკინი განმეორებით აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება სანქციებს და ამბობს, რომ განაგრძობს რუსეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. პეკინი არ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, თუმცა ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ცნობით, პეკინში მთავრობა ღელავს, თუ რა გავლენა ექნება შექმნილ ვითარებას ჩინურ კომპანიებზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას თქვა, რომ ჩინეთს ესმის მისი ეკონომიკური მომავალი დასავლეთს უკავშირდება. ბაიდენი ასევე ესაუბრა ჩინელ კოლეგას სი ძინპინს და მას განუცხადა, რომ თუ პეკინი რუსეთს მისცემს საშუალებას თავი აარიდოს სანქციებს, ამას ექნება შედეგები. თუმცა, თეთრი სახლი არა აკონკრეტებს, რა ნაბიჯებს გადადგმას აშშ, თუ პეკინი მოსკოვს დაეხმარება.