რუსეთი ამერიკისგან დახმარებას ელოდება

რუსეთის ფედერაცია, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მიმდინარე კვირაში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 200 სასუნთქ აპარატს მიიღებს.

მხოლოდ გასული დღის განმავლობაში, რუსეთში ოფიციალურად კოვიდ-19-ით ინფიცირების 9 263, გარდაცვალების კი 115 შენთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევები 300 000-ს აღწევს, გარდაცვალების კი 3000-ს.

ასევე ნახეთ: „სასწაულთა სასწაული“ - ცნობილი რუსი ექიმი ცრუობს, რომ კოვიდ-19-ით „ბავშვები არ იღუპებიან“

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ რუსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება სტაბილურ ფაზაში შედის.

პრემიერ მინისტრი ერთ-ერთია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის იმ ორი წევრიდან, რომლების კორონავირუსით დაინფიცირდნენ. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნორმალურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

პრემიერ-მინისტრის პოზიტიური პროგნოზის მიუხედავად, მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ადრე შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრის დაწყება. მოსკოვის რეგიონი უკვე მერვე კვირაა დაკეტილია.

რუსეთში, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარება სთხოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა კი, რუს კოლეგას, ამერიკაში დამზადებული ორასი სასუნთქი აპარატი შესთავაზა.

მანამდე, აპრილის დასაწყისში, რუსეთმა თავად გადასცა ამერიკას სასუნტქი აპარატები, თუმცა ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.

რუსული სასუნთქი აპარატების მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. „ავენტა-ემ“ - მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა.