რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია რუსი ქალი, რომელიც უკრაინის დაზვერვისთვის მუშაობაშია ეჭვმიტანილი. 18 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ, კიევის დავალებით, "კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე" აგროვებდა ინფორმაციას.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ დააკავეს ქალი, "რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების ინსტრუქციებით, ტერორისტული იერიშის მიტანის მიზნით, აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის თაობაზე იაროსლავლის რეგიონში".
გასაჯაროებული ვიდეოს მიხედვით, რუსული მედია ფიქრობს, რომ ეჭვმიტანილი ტელეფონით იღებდა ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც მოსკოვის ჩრდილოეთით, რუსეთის იაროსლავლის რეგიონში მდებარეობს.
ასევე ნახეთ: რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესასა და მიკოლაივზერუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შაბათს, 15 ივლისს გამართულ სასამართლოზე, ეჭვმიტანილს 2 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
"ბაზა" - რუსეთის ახალი ამბების წყარო, რომელიც ხშირად აქვეყნებს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მასალებს, ავრცელებს მიმოწერას ეჭვმიტანილს და სავარაუდოდ მის უკრაინელ კოორდინატორს შორის. ტექსტურ შეტყობინებებში ჩანს, რომ ქალი თანხმობას აცხადებს, მიაწოდოს მეორე მხარეს ადგილობრივი რკინიგზის, სამხედრო გაწვევის პუნქტის და ჰიდროელექტროსადგურის კოორდინატები რუკაზე.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიხედვით, ქალის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს ეჭვმიტანილი.