პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კიდევ ერთი რუსი ჯაშუში დააკავეს. მინისტრი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი გამოძიების ფარგლებში, მათ უკვე 15 რუსი ჯაშუში გამოავლინეს და დააპატიმრეს.
პოლონეთში, რომელიც უკრაინაში დასავლური იარაღის გადაცემის ერთგვარი ჰაბია, ამბობენ, რომ რუსეთის სამიზნე გახდნენ და ჯაშუშები ცდილობენ ქვეყანის დესტაბილიზაციას.
"შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სააგენტომ, რუსეთის დაზვერვისთვის მომუშავე აგენტთა ქსელის კიდევ ერთი ჯაშუში დააკავა", - განაცხადა მარიუს კამინსკიმ.
მინისტრის თქმით, "ეჭვმიტანილი სამხედრო შენობებსა და პორტებს აკვირდებოდა და მას სისტემატიურად ურიცხავდნენ ფულს რუსები".
რუსეთის საელჩომ ვარშავაში, სააგენტო "რიოტერისთვის" ამ თემაზე კომენტარი ამ დორისთვის არ დაუბრუნებია.
პროკურორები ამბობენ, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. ის პოლონეთში 2019 წლიდან იმყოფება და მას ჩადენილი დანაშაულისთვის 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლოს ჩატარებამდე, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება.
მსგავსი დაკავებების სერია პოლონეთში მარტსა და ივნისშიც მოხდა. მაშინ მათ ჯამში 10 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ, მათ შორის ერთი ჰოკეის მოთამაშე იყო.