პარლამენტის მიერ ბავშვების ამერიკელებზე გაშვილების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა
ახალმა კანონმა, რომლის საშუალებითაც ამერიკის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილება აიკრძალა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა რუსი მოსახლეობის ორ ბანაკად დაყოფის ფაქტი. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ რუსეთში ორი პოლარიზებული დაჯგუფებაა: პროდასავლური და ანტიდასავლური.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი საბოლოოდ დაამტკიცა, მოსკოვში ვლადიმირ პუტინის 2012 წლის მაისში ჩატარებული ინაუგურაციის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებს შორის ანასტასიაც იყო, სტუდენტი, რომელიც აქციაზე მამასთან და მის ორ ნაშვილებ ბავშვთან ერთად მივიდა.
“მართლა საშინელებაა, რომ დუმამ ასეთი კანონი მიიღო. ეს სინამდვილეში უღირსი ადამიანების გადაწყვეტილებაა“ - ამბობს ანასტასია.
ბიზნესმენი ანა გლუხოვა რუსეთის პარლამენტს იმაში ადანაშაულებს, რომ მათ უბრალოდ ყურადღების გადატანა სცადეს იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმიდან. უფლებადამცველის მკვლელები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან, რაც ევროპის და შეერთებული შტატების კრიტიკას იწვევს.
“საძაგლობაა მაგნიტსკის საქმის ობოლ ბავშვებზე ამოფარება“ - ამბობს ბიზნესმენი.
ანა გლუხოვასთან იქვე მდგარ ეკატერინას ბანერი უჭირავს, რომელსაც აწერია: „რა თქმა უნდა სახელმწიფო დეპარტამენტის აგენტი ვარ, მაგრამ შურს ობოლ ბავშვებზე მაინც ნუ იძიებთ“.
მისი აზრით, სახელმწიფო ტელევიზიამ ნახევარ რუსეთს ტვინი ფაქტიურად გამოურეცხა და დაარწმუნა იმაში, რომ „ამერიკა ცუდია, და ყველა, ვინც ოფიციოზის აზრს არ ვიზიარებთ და ოპოზიციური შეხედულებები გაგვაჩნია, შეერთებული შტატების აგენტები ვართ. იმასაც ფიქრობენ, რომ ამაში ჩვენ ფულს გვიხდიან“- ამბობს ეკატერინა.
საპროტესტო აქციიდან ხუთიოდე ქუჩის გაღმა დუმის დეპუტატი ევგენი ფიოდოროვი რუსი მოქალაქეების პოზიციით გაოცებულია და მათ საქციელს „უცნაურს“ უწოდებს.
“ახლახან ჩატარებული მიტინგის მონაწილეები ჩემთვის ძალიან უცნაური ადამიანები არიან. ისინი ფაქტიურად საკუთარი შვილების საზღვარგარეთ ფულზე გაყიდვას უჭერენ მხარს“ - აღნიშნავს დუმის დეპუტატი. ის ყოფილი სამხედრო ინჟინერია. შეერთებული შტატების კონგრესში დამტკიცებულ მაგნიტსკის აქტს, რომელიც იურისტის მკვლელების დასჯას მოითხოვს, ის რუსეთზე განხორციელებულ შეტევას უწოდებს.
„კანონში აშკარად არის ნათქვამი, რომ რუსეთში მეორეხარისხოვანი ადამიანები ცხოვრობენ. ეს რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია. ამ შეცდომას ყველა უშვებდა, ჰიტლერსაც იგივე შეცდომა ჰქონდა, მან ვერ გაიგო რუსი ხალხის მენტალიტეტი“ - აცხადებს ევგენი ფიოდოროვი.
შვედი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი ვაშინგტონში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობს. მოსკოვში ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ დიდი სურათის შემხედვარე, ისეთი შთაბბეჭდილება რჩება, თითქოს პრეზიდენტი პუტინი საშინაო პოლიტიკის მშენებლობას რუსეთის დასავლეთისადმი ისტორიულად არსებულ ეჭვიან განწყობაზე აფუძნებს.
“პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარი კამპანია ანტი-ამერიკულ განწყობებზე ააგო. ეს ერთ-ერთი მთავარი ღერძი იყო, ამიტომ დღეს არავის უკვირს, რომ პოლიტიკის შემდგომი განვითარება და გააგრესიულება ელემენტარულად კამპანიის პრინციპების ერთგულებაა“- ამბობს შვედი ეკონომისტი.
მოსკოველი აქტივისტი ანდრეი კაზაკევიჩი თვლის, რომ მთავრობა ამ პოლიტიკის დასადასტურებლად რეალურ ადამიანებს ვნებს:
“სიგიჟეა, ახირება, დაცინვა! და ეს ყველაფერი ჩვენ ბავშვებს ვნებს“ - აცხადებს ის. მასთან ერთად გამოსულმა აქციის მონაწილეებმა მიტინგის დასასრულს დუმის დეპუტატების ფოტოები პროტესტის ნიშნად ერთ დიდ ნაგვის ურნაში ჩაყარეს, რომელზეც ეწერა „სირცხვილი“.