რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის გაშვილების ორმხრივი შეთანხმება მომავალი წლის იანვრამდე ძალაში რჩება. პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რია-ნოვოსტისთან საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმება არ შეიცვლება 2014 წლის იანვრამდე.
დოკუმენტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაშია ერთი წლის განმავლობაში იმ მომენტამდე, სანამ ერთი მხარე გადაწყვეტილების შეცვლაზე არ ამცნობს მეორე მხარეს. საინფორმაციო სააგენტოს არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ბედი ელის 46 რუსი ბავშვის გაშვილების საქმეს, რომელთა პროცესი უკვე დაწყებულია.