არჩევნებამდე სულ სამი დღეა დარჩენილი.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი უმუშევრობის მაჩვენებლების გამო თავის ოპონენტს აკრიტიკებს. არჩევნები კრიტიკულ ფაზაშია შესული, 6 ნოემბრამდე 3 დღეა დარჩენილი.
მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა, ოქტომბრის უმუშევრობის მაჩვენებელის შესახებ, რომელიც 7.9% -ს შეადგენს, განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია იმისა, რომ ადგილი აქვს ქვეყანის ეკონომიკის "მოჩვენებით გაყინვას."
უმუშევრობის მაჩვენებელმა იმატა 0.1%-ით მას შემდეგ, რაც 2009 წელს თეთრ სახლში ბარაკ ობამა დაფუძნდა.
რომნიმ ასევე დასძინა, რომ არცერთ კანდიდატს არ მოუგია საპრეზიდენტო არჩევნები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებლით, რომელიც აღემატებოდა 7.4 %-ს.