წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკის დასავლეთით მდებარე ნევადას შტატი, სადაც ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადავო შტატია. ორივე კანდიდატი - დემოკრატი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი მიტ რომნი - 6 ნოემბრის არჩევნებში მხარდაჭერის მოპოვების იმედით ამ შტატს რამდენჯერმე სტუმრობდა. როგორც „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, მაიკ ო’სალივანი მოგვითხრობს ლას ვეგასიდან, ეკონომიკა ამომრჩეველთა დიდი ნაწილისათვის ყველაზე კრიტიკული საკითხია.
პრეზიდენტი ობამა იმედოვნებს, რომ ნევადის შტატში გამარჯვებას მოიპოვებს. ანალოგიური განწყობა აქვს მიტ რომნისაც. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ შტატის ამომრჩეველი ნებისმიერ მხარეს შეიძლება გადაიხაროს.
ნევადაში მძაფრად დგას საცხოვრებელი სახლების იჯარის გადახდის საკითხი, რადგან საკუთრების მფლობელების დიდმა ნაწილმა 2008 წლის რეცესიის შემდეგ დეფოლტი განიცადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ შტატში გირაოს ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია დაწესებული და უმუშევრობის ყველაზე მაღალი - 12 პროცენტიანი მაჩვენებელია.
56 წლის ანტონა მაკნილის მსგავსად, ამომრჩევლების გარკვეულმა ნაწილმა საცხოვრებელი სახლები და სამუშაო ადგილები დაკარგა. მაკნილმა სამუშაო კაზინოს ქსელში იშოვნა, სადაც ნახევარი განაკვეთით მუშაობს და დახმარებას სამხრეთ ნევადის კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციიდან იღებს. იგი აქ სწორედ თანხის ასაღებად მივიდა, რათა მომდევნო თვის ქირის გადახდა შეძლოს.
„ვეღარ შევძელი იჯარის გადახდა და აქედან დაიწყო ჩემი დაღმასვლაც,” - ამბობს ანტონა.
მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, მაკნილმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ნევადას შტატში ხმის მისაცემად უბნები 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდისთვის გაიხსნა. შტატის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეკონომიკა წლევანდელ არჩევნებში ყველაზე კრიტიკული თემაა. ბევრისთვის, ჯანდაცვის სფეროც თანაბრად მნიშვნელოვანია.
ლინდა მენდოზა რომნის პოტენციური გამარჯვებით შეშფოთებულია.
„თუ ის გახდება პრეზიდენტი, მე ცხოვრებას ვერ შევძლებ, რადგან ფინანსურად ვერ გავწვდები სამედიცინო დაზღვევას. 65 წელს ვარ გადაცილებული. სოციალურ მომსახურებაზე ვარ და გულწრფელად რომ გითხრათ, არც კი ვიცი რა მოხდება, თუკი მას აირჩევენ,” - ამბობს ლინდა.
ლას ვეგასის გარეუბანში მდებარე საარჩევნო შტაბში, დემოკრატი მოხალისეები ამის თავიდან აცილებას ცდილობენ.
მიტ რომნის მხარდამჭერებიც არ იშურებენ ძალისხმევას და თავიანთ გზავნილს სატელეფონო ქსელის საშუალებით ავრცელებენ.
„ხმას მიტ რომნის აძლევთ? - შეკითხვას სვამს კამპანიის მონაწილე. „თქვენი ოჯახიდან რამდენი ადამიანი გეგმავს ხმის მიცემას?”
ამომრჩეველთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, მიტ რომნიმ აღნიშნა, რომ მის მიმართ მხარდაჭერა ძლიერდება და ენთუზიაზმიც მატულობს.
ნევადის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერის, ჯონ ტიუმანის თქმით, რომნისათვის რთული იყო სოციალ-კონსერვატორებისა და ზომიერი რესპუბლიკელების ერთად შეკრება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას უჭერენ მხარს.
„რომნის კამპანიის წინაღობა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ შტატის რესპუბლიკური პარტია გარკვეულწილად გაყოფილია,” - განმარტავს ტიუმანი.
როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული საარჩევნო კამპანიების ფარგლებში, პარტიების შიგნით მხარდაჭერის მოპოვებისა და მერყევი ამომრჩევლების გადარწმუნების მიზნით უამრავი სარეკლამო რგოლი მომზადდა.
ნავთობ-ინდუსტრიაში დასაქმებული ალან ჩემბერლეინი მიიჩნევს, რომ მიტ რომნი ნევადას ეკონომიკის გაძლიერებას შეძლებს.
„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ნავთობისა და გაზის [სფეროს] განვითარებას უჭერს მხარს და ეს მიტ რომნია,” - ამბობს ჩემბერლეინი.
რომნის ნევადის შტატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, მეისონ ჰარისონი ამბობს, რომ ორგანიზებულობა ამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ყველაფერი ამომრჩევლამდე გზავნილის მიტანასა და მხარდამჭერების საარჩევნო უბნებამდე მიყვანის უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.
ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ანტონა მაკნილს კი გზავნილი ორივე კანდიდატისთვის ერთი და იგივე აქვს.
„ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ვლოცულობ, რომ მან ჩემნაირი ადამიანები გაითვალისწინოს,” - ამბობს მაკნილი.
ნევადის ამომრჩევლების მსგავსად, მაკნილი იმედოვნებს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს.