რომნის წარმატება ნიუ ჰემფშირში

რომნის წარმატება ნიუ ჰემფშირში

ნიუ ჰემფშირში საარჩევნო უბნები დაიკეტა. წინასწარი მონაცემებით მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ გამარჯვება მოიპოვა. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო პრაიმერიზე მიტ რომნიმ დიდი სხვაობით დაამარცხა ყოფილი ტეხასელი გუბერნატორი რონ პოლი, მესამე ადგილზე კი აშშ-ის ყოფილი ელჩი ჩინეთში ჯონ ჰანთსმანი გავიდა. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი რომნის წარმატებას ნიუ ჰემფშირში წინასწარმეტყველებდა. თუმცა მათი აზრით მეორე და მესამე ადგილებისთვის ბრძოლა ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო მარათონის გასაგრძელებლად.