ამერიკის ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 წლის შემდეგ ეძლევა. თუმცა ზოგიერთი მცირედი გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლოა სხვანაირადაც მოხდეს.
2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის რაოდენობა 63.6 მთელი პროცენტით განისაზღვრა.
შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის 50 შტატში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 18 წლის, ანდა მის ზევით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, აქაც გარკვეული განსხვავება შეინიშნება.
ზოგიერთ შტატში რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცესი ერთი და იმავე დღესაა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენ შტატებში რეგისტრაციის პროცესი არჩევნების დაწყებამდე 15 ან 30 დღით ადრე წყდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ორი ძირითადი პარტიის წევრები დემოკრატები და რესპუბლიკელები, ამჟამად რეგისტრაციის ვადების გაზრდაზე მუშაობენ.
მერილენდის შტატიდან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ინა ტეილორის მოსაზრებით, არჩევნების ეფექტური ჩატარებისა და ხმების სათანადო რაოდენობის მისაღებად ახალი ადამიანების მოზიდვაა საჭირო:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის რეგისტარცია და არცევნებში მისი მონაწიელობა.“
მერილენდის რესპუბლიკური პარტიის ოფისის წარმომადგენელი ფრედ ფლეშმენიც აღნიშნულ მოასზრებას ეთანხმება და ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის წარმოების საქმეში:
„მერილენდის შტატში ელექტორატის რეგისტრაცია აუცილებელია. ამით ხმების მოპოვების უფრო მეტი საშუალება გვეძლევა.“
ზოგიერთ შტატში, ხშირ შემთხვევაში, რეგისტრაციის პროცესს თავად პოლიტიკური პარტია იმ შემთხვევაში ახორციელებს თუ ამომრჩეველი ამ პარტიის წევრია. სხვა შტატებში ეს აკრძალულია. თუმცა ზოგადად, ამერიკაში, მოქალაქეები რეგისტრაციას დამოუკიდებლად გადიან. ამასთანავე, ამომრჩეველი ვალდებულია არჩევნებამდე ადრე დანიშნულ „პრაიმერში“ მიიღოს მონაწილეობა.
ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესს რეკლამირებას ხშირად სხვადასხვა რასობრივი და ეთნიკური კუთვნილების წარმომადგენლებით შემდგარი ჯგუფები ეწევიან. ოჰაიოს შტატში რეგისტრაციაში ახლად გავლილი ამომრჩეველი ზებედია დენიელსი შემდეგს ამობობს:
„ჩემთვის, როგორც შავკანიანი ამერიკელისათვის რეგისტრაციის გავლა განსაკუთრებულია. ემსახურო ქვეყანასა და მისი ამომრჩეველიც იყო ასევე პრივილეგიაა.“
შეერთებული შტატებში 1995 წელს მიღებული ფედერალური კანონის თანახმად, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციაში გავლა მართვის უფლებითაც შეუძლიათ. ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს და ასევე ფიზიკური გადაადგილება უჭირთ, რეგისტრაციის უფლება ინტერნეტის მეშვეობით ეძლევათ.
ყოველივე ეს კი, შეერთებულ შტატებს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებაში ხელს უწყობს.