2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან მეორე კანდიდატის განაცხადი შევიდა. ეს არის უმცროსი რობერტ კენედი, ყოფილი პრეზიდენტის - ჯონ კენედის ძმისშვილი და ამერიკის სენატორის, რობერტ კენედის შვილი.
მარტში დემოკრატიული პარტიიდან ფედერალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი პირველმა შეიტანა მწერალმა მარიან უილიამსონმა. ის 2020 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა და მისი სლოგანი იყო "სამართლიანობა და სიყვარული". მოელიან, რომ კენჭს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც იყრის.
69 წლის რობერტ კენედი პროფესიით იურისტია, გარემოს დაცვის ადვოკატი. განაცხადის შეტანამდე რამდენიმე კვირით ადრე მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა: "ერთობით, ჩვენ შეგვიძლია ამერიკის დემოკრატიის აღდგენა".
Help me decide whether to run for President. Visit https://t.co/EX83yh9O4O to volunteer or contribute. If it looks like I can raise the money and mobilize enough people to win, I’ll jump in the race. If I run, my top priority will be to end the corrupt https://t.co/ujEHehub9T…
— Robert F. Kennedy Jr (@RobertKennedyJr) March 10, 2023
საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, "ჩემი უმაღლესი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფოს და კორპორატიული ძალების კორუფციული შერწყმის დასრულება, რამაც დაანგრია ჩვენი ეკონომიკა, შეარყია საშუალო კლასი, დააბინძურა ჩვენი ლანდშაფტი და წყლები, დაწამლა ჩვენი შვილები და გაგვძარცვა თავისუფლებათა ჩვენეული ფასეულობებისგან" - წერდა ის.
კენედი დიდი ხანია ამერიკაში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის. 2017 წელს ის პრეზიდენტად არჩეულმა რესპუბლიკელმა დონალდ ტრმპმა ვაქცინაციის უსაფრთხოების საპრეზიდენტო პანელზე მიიწვია, რამაც სამეცნიერო საზოგადოების და ამერიკის ჯანდაცვის ექსპერტების უკმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს "ისტაგრამმა" კენედის ანგარიში გააუქმა, მას შემდეგ, რაც მან კოვიდ-19-ის პანდემიაზე ზედიზედ რამდენჯერმე დეზინფორმაცია გაავრცელა.