ბელარუსში "რადიო თავისუფლების" ორი ჟურნალისტი 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტები ლუკაშენკოს რეჟიმმა დამოუკიდებელ მედიასა და საზოგადოებასთან ბრძოლის გამოცხადების შემდეგ დააპატიმრა.
ინა სტუძინსკაიამ და ალე ჰრაზდილოვიჩმა, 26 ივლისს დატოვეს საპატიმრო. თუმცა, ჟურნალისტების თქმით, მათ განუცხადეს, რომ კვლავ ეჭვმიტანილებად რჩებიან მათთვის უცნობ სისხლის სამართლის დანაშაულში.
ასევე ნახეთ: ბრძოლა დემოკრატიისთვის - ბელარუსი გზაგასაყარზესტუძინსკაია 9, ხოლო რაზდილოვიჩი 3 დღის განმავლობაში შიმშიმლობდნენ თავიანთი პატიმრობის გასაპროტესტებლად. მათთან ერთად, დაპატიმრებული იყო "რადიო თავისუფლების" კიდევ ერთი ჟურნალისტი, ალეს დაშჩინსკი, რომელიც 23 ივლისს გათავისუფლდა.
"რადიო თავისუფლების" სამი ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მინსკში, მათი საცხოვრებელი ბინები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. მათთან ერთად დააკავეს სხვა მედიასაშუალებების რამდენიმე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც.
სამივე ჟურნალისტის აკრედიტაცია გასულ წელს გააუქმეს. გადაწყვეტილება ლუკაშენკოს რეჟიმმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დისიდენტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
ასევე ნახეთ: ბელარუსში სამი ჟურნალისტი დააკავესბელარუსის მთავრობამ, 2020 წლის აგვისტოს მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება დახურა, ასევე გააუქმა 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.
"რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა, ჯიმ ფლაიმ დაგმო ბელარუსში მომხდარი და შეაფასა, როგორც "ალექსანდრ ლუკაშენკოს სასოწარკვეთის უკანასკნელი დასტური".
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებთან ერთად, 26 ივლისს, ასევე პატიმრობიდან გაათავისუფლეს ტელეკომპანია "ბელსატის" ჟურნალისტი, იჰარ იალიში.