ბელარუსის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობს. დღეს, დამოუკიდებელი გაზეთის ოფისში ჩატარებული რეიდის შედეგად სამი ჟურნალისტი დააკავეს.
ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულია „რეგიონული გაზეთის“ რედაქტორი ალექსანდრ მანცევიჩი და ამავე გამოცემის ჟურნალისტები ზოია ხურცკაია და ნასტა უტკინა.
ჟურნალისტები გამოცემის ოფისის ჩხრეკისას დააკავეს, მინსკიდან 80 კილომეტრის დაშორებით.
ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ასეთი 64 ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად, ამ დროისთვის, ჯამში 32 ჟურნალისტი ან დაკავებულია, ან უკვე სასჯელს იხდის.
„ბელარუსის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ჟურნალისტების სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია. არსებობს განცდა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანა ჟურნალისტების გარეშე დატოვოს“ - აცხადებენ ჟურნალისტთა ასოციაციაში.
დღესვე, ბელარუსის ხელისუფლებამ გაყინა ბელარუსული პენ ცენტრის საბანკო ანგარიშები.
მედიის და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ გატარებუკლი რეპრესიების გამო, დასავლეთმა ბელარუსის ხელისუფლებას სანქციები უკვე დაუწესა.
პარალერულად, ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია შეხვედრებს ვაშინგტონში მართავს.