ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ნავალნისთან დაკავშირებული ჯგუფების დევნას განაგრძობს


რუსეთში, ადამიანის უფლებათა დამცველ იურისტთა ასოციაციამ, გუნდის უსაფრთხოებისთვის მუშაობა შეაჩერა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მოსკოვის ხელისუფლებამ ასოციაციის ვებგვერდი დაბლოკა. ასოციაცია პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერთან ალექსეი ნავალნისთანაა კავშირში.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. სწორედ ამიტომ, ცდილობს შეზღუდოს დამოუკიდებელი მედია და ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მოსკოვის თქმით, მტრული ჯგუფებისა და უცხო ქვეყნების მიერ არიან მხარდაჭერილნი.

ადვოკატთა ასოციაცია „გუნდი 29“-ის ხელმძღვანელი ივან პავლოვი ნავალნის გუნდის წარმომადგენლებს იცავდა. პავლოვის წინააღმდეგ, აპრილის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საგამოძიებო უწყება მას ერთ-ერთ კლიენტთან დაკავშირებით, საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში სდებს ბრალს.

„გენერალური პროკურატურა „გუნდი-29“-ის ჩეეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „Společnost Svobody Informace“ - თან იდენტიფიცირებას ახდენს. ეს ორგანიზაცია კი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციათა სიაშია შეტანილი“ - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასოციაცია ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რაიმე კავშირის ქონას უარყოფს და ამბობს, რომ ხელისფულების შემდეგი ნაბიჯი, ასოციაციისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება იქნება.

განვითარებულ მოვლენებთა დაკავშირებით, სააგენტო “როიტერმა“ კომენტარისთვის რუსეთის გენერალურ პროკურატურას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

იმავე მიზნით, ხელისუფლებისგან საკუთარი გუნდის წევრებისა და მომხრეების დასაცავად, საქმიანობა შეაჩერეს ნავალნისთან დაკავშირებულმა სხვა ჯგუფებმაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG