800 000 ამერიკელი იძულებით შვებულებაში გაუშვეს

ამერიკას ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის და მთავრობის არასრულფასოვანი მუშაობის პირობებში დეფოლტი და მასობრივი უმუშევრობა ემუქრება
შეერთებული შტატებში სამთავრობო კრიზისის მეოთხე დღეს რესპუბლიკელების ლიდერს წარმომადგენელთა პალატაში საკმაოდ მწვავე გამოსვლა ჰქონდა. ის ცდილობდა თავის განცხადებებით შორს ყოფილიყო მისი ძველი გამოსვლებისგან, როდესაც საკუთარი პარტიის წევრებს არწმუნებდა იმაში, რომ ქვეყანას დეფოლტის საშიშროება არ დაემუქრებოდა. ამის ფონზე პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სენდვიჩების მაღაზიას სტუმრობდნენ, რომლებიც საკვებს ფასდაკლებით იმ ადამიანებზე ყიდიან, რომლებიც სამთავრობო კრიზისის გამო დროებით, იძულებით შვებულებაში გაუშვეს. ამერიკის ხმის კონგრესის კორესპონდენტი სინდი სეინი მოგვითხრობს.


ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო კრიზისის გამო ფედერალური სამსახურების 800 000-ზე მეტი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში უკვე გაუშვეს. ისინი კი, ვინც სამსახურებში დარჩნენ ხელფასს დაგვიანებით მიიღებენ. პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლთან მდებარე სენდვიჩების მაღაზიას ესტუმრა.


ბარაკ ობამა: ეს მაღაზია ათ პროცენტიანი ფასდაკლებით ემსახურება იმ ადამიანებს, რომლებიც ფედერალური სამსახურებიდან დროებით შვებულებაში გაუშვეს. მაღაზიის გამყიდველმა დაამატა რომ კლიენტებს უფასო ორცხობილითაც უმასპინძლდებოდნენ.


პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაღაზიიდან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავის მოწოდება წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრთა მისამართით, რომ კენჭისყრაზე გაიტანონ ბიუჯეტის პროექტი. მან ასევე თქვა ისიც, რომ მოხარული იქნება, თუ რესპუბლიკელებთან ამ საკითხზე მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დროში არ უნდა გაიწელოს.

კაპიტოლიუმის გარეთ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აპროტესტებდნენ რესპუბლიკელების ნაბიჯს, რომლებმაც სამთავრობო დაფინანსების საკითხი დაბლოკეს. კონგრესის ჯგუფის შავკანიანმა ლიდერმა მარსია ფაჯიმ რესპუბლიკელთა ლიდერს ჯო ბეინერს მიმართა.


მარსია ფარჯი: რისი გეშინიათ ბატონო ბეინერო? რატომ არ შეეცდებით საკითხი მოაგვაროთ წარმომადგენელთა პალატის კედლებში. აცნობიერებთ თუ არა იმას, რომ თქვენ მთლიანად წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ბრძანდებით?


ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსული რესპუბლიკური პარტიის ლიდერები კვლავ იმეორებდნენ თავიანთ განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პროექტი ამერიკელებისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება და ის უნდა შეიცვალოს. რესპუბლიკელების სპიკერმა ჯონ ბეინერმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:


ჯონ ბეინერი: ეს რაღაც თამაში არ არის. არც ამერიკელ ხალხს სურს ის, რომ მთავრობას უფლებები ჰქონდეს შეზღუდული და არც ჩვენ ვართ ამის მომხრე. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ იმას, რომ დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ აღდგეს მთავრობის სრულფასოვანი მუშაობა დაობამაქეარიამერიკელებისთვის მისაღები პროგრამა იყოს.


რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მათი სურვილია რომ საყოველთაო ჯანდავის კანონმდებლობის ქვაკუთხედი შეცვალონ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამერიკის თითოეული მოქალაქისთვის სავალდებულოა დაზღვევის შეძენა ან წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა. მათი მტკიცებით, ეს ამერიკის მოქალაქეს პირად თავისუფლებას უზღუდავს. ამ კვირაში სამედიცინო დაზღვევა საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ შეცვალა - „ობამაქეარ“ უკვე ძალაში შევიდა, რის შემდეგაც მილიონობით ამერიკელმა სამთავრობო ვებ-გვერდს მიაკითხა და დაზღვევის მიღების მიზნით დარეგისტრირდა.


კონგრესს კიდევ ერთი კრიზისი ელოდება წინ. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ფულადი ერთეულის დეფიციტი ელოდებათ, და ამიტომ საჭიროა რომ სამთავრობო ხარჯების გადავადების საკითხი 17 ოქტომბრამდე გადაიჭრას. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კანონმდებლები ახლა გეგმავენ, რომ ბიუჯეტის პროექტი და სამთავრობო ვალის ზღვარის საკითხი გააერთიანონ და ეგრეთ წოდებული „დიდი გარიგება“ დადონ, რომელშიც ასევე შევა საგადასახადო რეფორმა და ხარჯების შემცირების პროექტიც.


პარასკევს საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბეინერმა მის კონგრესმენ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის არ დაუშვებს რომ ქვეყანა დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუნდაც დემოკრატების ხმები დასჭირდეთ იმისათვის, რომ ვალის ზღვრის გაზრდა შეაჩერონ. თუმცა უკვე პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ჩანდა რომ ის ამ მოსაზრებას უკვე აღარ ემხრობოდა.


ჯონ ბეინერი: არფიქრობ, რომ არსებული დავალიანების გამო დეფოლტი გამოვაცხადოთ. ეს ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება. თუმცა იმის გამო რომ 55 წლის განმავლობაში ხარჯი იმაზე მეტი იყო, ვიდრე შემოსავალი დავალიანებაც დაგროვდებოდა.



ამ დროისთვის კაპიტოლიუმში შეთანხმების ფონი ოდნავ გამოიკვეთა. ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს კი მართალია იძულებითი, თუმცა მაინც შვებულების საშუალება მიეცათ.