ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაჭრობის მოსალოდნელი შემცირება ამერიკაში


President Barack Obama is welcomed by South Korean President Park Geun-hye at the Blue House in Seoul, April 25, 2014.
President Barack Obama is welcomed by South Korean President Park Geun-hye at the Blue House in Seoul, April 25, 2014.

ბიუჯეტის სავარაუდო ავტომატური შეკვეცები ქვეყნის ისედაც სუსტ ეკონომიკაზე მძიმე გავლენას მოახდენს

როგორც ბევრი სხვა ამეიკული ქალაქი, ილინოისის შტატის ქალაქი დიქსონი 2008 წლის ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლას ჯერ ისევ ცდილობს. აქ უმუშევრობა საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე მაღალია. მოსახლეობა ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა და კონგრესის უმრავლესობა საბიუჯეტო შეთანხმებისთვის საჭირო კომპრომისს ვერ აღწევენ.

ჯეიმს ბურკი დიქსონის მერია:
„ძალიან მაინტერესებს ნაფიქრი აქვთ თუ არა შედეგებზე.“

ბურკი შიშობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შეძლება კერძო სახლების მფლობელი მოსახლეობისთვის საგადასახადო შეღავათები შეწყვიტოს, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. კონგრესის რესპუბლიკელებს სწორედ ამ შეღავათების მოხსნა სურთ. ეს კი პირდაპირ გავლენას იქონიებს ადგილობრივ მთავრობებზე, რომელთათვისაც შემოსავლის ძირითადი წყარო უძრავი ქონების ბეგარაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა შემდეგია: რა შედეგს მოიტანს ეს უძრავი ქონების ინდუსტრიისთვის? უძრავი ქონების ბაზარი ამერიკის ეკონომიკის ხერხემალია. მაინტერესებს ვაშინგტონში აცნობიერებენ თუ არა ამას როცა საბიუჯეტო საკითხებზე საუბრობენ.“

საბიუჯეტო დანახარჯების ავტომატური შეკვეცისა და გადასახადების მომატების საფრთხე ამერიკის დედაქალაქში პოლიტიკური კომპრომისისკენ ამ დრომდე ვერ უბიძგებს მხარეებს. კონგრესის რესპუბლიკელი და დემოკრატი ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

დემოკრატი სენატორი ჰერი რიდი ამბობს: არანაირი პროგრესი არ გვაქვს“

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერიც იგივეს აცხადებს: „შეთანხმება ჯერ არ გვაქვს.“
ვაშინგტონი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ყოველთვის ასეთი პარალიზებული არ იყო. 1990-ან წლებში ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებთან თანამშრომლობით ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი დააბალანსა. დაახლოებით მსგავსი პროცესები მოხდა რესპუბლიკელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანის დროსაც, როცა მან დემოკრატ კანონმდებლებთან თანამშრომლობით ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების პროგრამა გარდაქმნა, რომელიც ამჟამად პენსიონრების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

რეიგანის ქანდაკება დღესაც დგას დიქსონში, როგორც ქალაქის ერთ-ერთი სიამაყე. დიქსონის მაცხოვრებელი ენ ლუისი ამბობს, რომ პრეზიდენტი რეიგანი დღეს რომ ცოცხალი იყოს ვაშინგტონის უმოქმედობით შეყუხდებოდა:

„ჩემი აზრით, ის ძალიან უკმაყოფილო იქნებოდა. რეიგანი მოლაპარაკების პროცესს გაცილებით ადრე დაიწყებდა და კომპრომისამდე მივიდოდა. მას ქვეყნის საკითხებისადმი ორპარტიული მიდგომის სჯეროდა.“

დიქსონის მერი ბურკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოცდის მეტი არაფერი დარჩენია.
XS
SM
MD
LG