მარათონი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციისთვის გრძელდება. ახლა მთელი ყურადღება ფლორიდის შტატზეა მიმართული, სადაც 31 იანვარს პრაიმერი გაიმართება.
გამოკვეთილია ორი ლიდერი, რომელთაც ყველაზე მეტი შანსი აქვთ პაექრობა გაუწიონ მომქმედ პრეზიდენტ ბარაქ ობამას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამა წლის ნოემბერშია დაგეგმილი. ესენი არიაან ყოფილი მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორი მიტ რომნი და წარმომადგენელთა პლატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი. გინგრიჩმა უკანასკენლ პრაიმერიში წარმატებას მიაღწია და მიტ რომნისთან ერთად მარათონში ლიდერის ადგილი მოიპოვა.