სამხრეთ კორეისა და ორი ამერიკული კერძო კვლევითი ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტების გამოსაცდელი ერთ-ერთი უმთავრესი დაწესებულების აღდგენა დაიწყო.
სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოს მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დაზვერვის სამსახურებმა კანონმდებლებს მიაწოდეს ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილო კორეაში, სატელიტების გამშვებ ერთ-ერთ სადგურთან განახლებული სამუშაოები შეინიშნება
"სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" ცნობებით კი, რომლებიც სამშაბათს გვიან ღამით გამოქვეყნდა, "ფხენიანმა სწრაფი აღდგენა დაიწყო" იმ ვერტიკალური ძრავის სადგურისა და სარკინიგზო გადაზიდვის სტრუქტურებისა, რომლებითაც სადგურიდან რაკეტების გაშვება იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი ვებ-გვერდის, "38 North"-ის თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აკვირდება, მსგავსი აქტივობა ნამდვილად ფიქსირდება. ამ ანგარიშის მიხედვით, საქმიანობა სავარაუდოდ 16 თებერვლისა და 2 მარტის ინტერვალში დაიწყო.
სამშაბათს, ტელეკომპანია "ფოქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ეროვნული უშიშოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ნებაა ფხენიანზე სანქციები გაიზარდოს, თუკი ის ბირთვულ განიარაღებას არ მოახდენს.