ჩრდილოეთ კორეა ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტებს აშშ-ს გადასცემს

კორეის ომის მემორიალი სეულში

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო “იონჰაპი” იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება, 60 წლის წინ კორეის ომში, დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენებისთვის.

სააგენტო წყაროდ სამხრეთ კორეელ დიპლომატებს ასახელებს.

ცხედრებს ამერიკულ მხარეს ხვალ, 27 ივლისს, გადასცემენ. ზუსტად ამ დღეს, 65 წლის წინ, დასრულდა კორეის სამწლიანი ომი, რომლის შედეგადაც კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა და დემოკრატიული სამხრეთ კორეა შეიქმნა.

ცხედრების გადასვენებაზე ჩრდილოეთ კორეის და ამერიკის ლიდერები გასულ თვეს, სინგაპურში გამართულ ისტორიულ სამიტზე შეთანხმდნენ.