გამოჯანმრთელებულ კოვიდ პაციენტებს სავარაუდოდ, 6-თვიანი იმუნიტეტი აქვთ

თითქმის ყველა ადამიანს, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა, ანტისხეულების მაღალი რაოდენობა, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში უნარჩუნდება. სავარაუდოა, რომ ეს მათ რეინფიცირებისგან იცავს - ეს მიგნებები ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ანტისხეულები მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ვლინდება“ - აცხადებს ნაომი ალენი, ბრიტანეთის „ბიობანკის“ პროფესორი. კვლევა სწორედ ამ ორგანიზაციამ ჩაატარა.

ასევე ნახეთ: მსოფლიოში კოვიდ19-ის 4 000 ვარიანტია გავრცელებული

მონაწილეთა 99 პროცენტის შემთხვევაში, კოვიდ-19-ისგან განკურნების შემდეგ, სარს-კოვ2-ის ანტისხულები ორგანიზმმა სამი თვის განმავლობაში შეინარჩუნა. სრული ექვსთვიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ანტისხეულები კვლევაში მონაწილეთა 88%-ს კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული.

„კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ადამიანი, ბუნებრივი ინფიცირებიდან სულ მცირე ექვსვი თვის განმავლობაში, რეინფიცირებისგან დაცულია“ - აცხადებს ალენი.

ასევე ნახეთ: "ასტრაზენეკას" ვაქცინა მოხუცებისთვის რეკომენდებული არ არის - ამბობს ევროპის 5 ქვეყანა

მისივე თქმით, კვლევის ეს შედეგები, ანტისხეულების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, თანხვედრაშია ბრიტანეთსა და ისლანდიაში ჩატარებული სხვა კვლევების შედეგებთან, რომელთა მიხდევით, გამოჯანმრთელებული კოვიდპაციენტის ორგანიზმი, ანტისხეულებს რამენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა.

გასულ თვეში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ბრიტანული კვლევა, რომელიც მედპერსონალის მოანწილეობით ჩატარდა, ამბობდა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები რეინფიცირებისგან მინიმუმ ხუთი თვის განმავლობაში არიან დაცულნი. თუმცა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ანტისხეულების მქონე ადამიანებს, მაინც შეუძლიათ ვირუსის ტარება და გადაცემა.