რასმუსენი ვაშინგტონში უკრაინაზე საუბრობს

"ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს მოვლენა ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სერიოზული გამოწვევაა,"-განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენი ვაშინგტონში ვიზიტის პირველ დღეს.

სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვის მოქმედებებმა ნატო აიძულა შეეწყვიტა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების მისიაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ნატო, მისი განცხადებით, დიალოგისთვის მზადაა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, აღნიშნა მან.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შეგუებია და არც შეეგუება ამ მდგომაროებას."

ოთხშაბათს, ანალოგიური გზავნილი გაავრცელა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა როცა ლიტვაში, ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მეთაურებს შეხვდა.

"მანამ ვიდრე რუსეთი ამ ბნელ გზაზე სიარულს აგრძელებს, მოსკოვი მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას დაიმსახურებს."