Პუტინის მონსტრი - ამ სახელით არაერთხელ იხსენიებენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს. 44 წლის კაცს, რომლის სახელსაც არაერთი მკვლელობა, ომი, ძალადობა უკავშირდება ან მძაფრი და ხშირად არაადეკვატური განცხადებითა თუ ქმედებებით იცნობს მსოფლიო.
Წლების განმავლობაში წამებაში, მკველობებსა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ბრალდებულ კადიროვს სანქციებს უწესებს დასავლეთი,
რამდენიმე საათის წინ, კი კადიროვს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სანქციები დაუწესა. ახლა უკვე სანქციები არა მხოლოდ მას, არამედ მის ცოლს და ორ შვილსაც შეეხება. კერძოდ, საუბარია სავიზო შეზღუდვებზე.
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კადიროვის ქმედებებს ამაზრზენს უწოდებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ასე იქცევა. 2017 წელს ის “მაგნიტსკის” სიაშიც მოხვდა.
რამზან კადიროვი დაბადებულია ჩეჩნეთში, არის 44 წლის და დღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია. ის სრულად იზიარებს ვლადიმირ პუტინის მოსაზრებებს და მას, შეიძლება ითქვას, თაყვანსაც სცემს. კადიროვს არაერთჯერ უთქვამს, რომ პუტინზე დიდი პოლიტიკოსი და ძლიერი მმართველი არ არსებობს და უპირისპირდება ყველას, ვინც პუტინს, და მის ინტერესებს აზარალებს ან საფრთხეს უქმნის.
Მისი სახელი ჩეჩნეთის ომის შემდეგ უფრო და უფრო ხდება ცნობილი და მკვლელობების სერიების ჩამონათვალიც წლიდან წლამდე მატულობს, კადიროვის სახელს უკავშირდება:
- Ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტის ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობა ყატარში
- უმარ ისრაილოვის მკვლელობა ავსტიაში
- Მუსა ასაევის და ათამდე ჩეჩენი ვეტერანის მკვლელობა სტამბოლში
- Რუსლან პაპასკირის, იგივე ალი დაბუევის, ისა მუნაევისა და ამინა ოქუევას მკვლელობა უკრაინაში.
თავდაპირველად, ყველა ამბობდა, რომ კადიროვის სამიზნე ის პირები იყვნენ, ვინც ჩეჩნეთის ომში მათ საპირისპირო მხარეს აღმოჩდნენ. მოგვიანებით, წრე გაფართოვდა და მის სახელს არაერთი მკვლელობა, წამება და დევნა უკავშირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ასევე ნახეთ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რამზან კადიროვს დამატებით სანქციებს უწესებსგაქცეული ჩეჩნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ გადარჩენას და იქიდან ცდილობენ ისაუბრონ რამზან კადიროვის შესახებ. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ კადიროვი “პუტინის დაგეშილი ძაღლია”, რომელიც ვერ იტანს ან ეგუება განსხვავებულ აზრს, არის ჰომოფობი, რასისტი და მისთვის ერთადერთი იდეალი რუსეთის პრეზიდენტია. Მეტიც, ჩეჩნეთიდან გაქცეულები ბევრს წერენ და აკეთებენ ვიდეო დღიურებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მათ მოკვლას და განადგურებას განსხვავებული აზრის გამო კადიროვი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ის, რომ კადიროვის კრიტიკოსები უსაფრთხოდ თავს ვერსად გრძნობენ, ამ ფაქტებითაც დასტურდება. Საფრანგეთში ცივი იარაღით მოკლეს იმრან ალიევი. 44 წლის კაცი, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა და მის შესახებ არაერთ ბლოგს წერდა. კიდევ ერთი მკვლელობა კადიროვმა შვედეთშიც სცადა. Მკვლელის თავდასხმის ობიექტი კიდევ ერთი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი იყო. ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
ასევე ნახეთ: სუს: რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დავაკავეთგაქცეული და დარჩენილი ჩეჩნები წინააღმდეგობის გაწევას მაინც ახერხებენ, თუმცა უსაფთხოდ თავს მაინც ვერსად გრძნობენ. გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის, რადგან გაქცეულის ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, შეიძლება ითქვას, კადიროვი ჩეჩნეთში ატყვევებს და იმ შემთხვევაში, თუ გაქცეული მის კრიტიკას გააგრძელებს მის ახლობლებზე იწყებს ძალადობას და მათ სამაგალითო დასჯას.
განსაკუთრებით, სასიცოცხლო პრობლემები აქვთ მანც, ვინც გაქცევა ვერ შეძლო. ამის მაგალითი კი ბევრია, მაგალითა ოიუბ ტიტიევი - უფლებადამცველი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს. ჩეჩნეთში მოკლეს უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა. განსხვავებული აზრის გამო თავდასხმის ობიექტი გახდა ელენა მილაშინაც, რომელიც "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტია.
ასევე ნახეთ: როგორ გვტროლავს რუსეთი და ჰყოფს საზოგადოებებს საბჭოთა მეთოდებითᲮშირად ისმის კითხვა მკვლეობების, წამების, დევნის შესახებ, რაც ჩეჩნეთში ხდება და რასაც კადიროვი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის. არის თუ არა ეს მისი ერთპიროვნული ქმედებები და ვინ დგას მის უკან. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კადიროვს აქვს ძალა, რომელიც მან კრემლიდან მიიღო, ის მოქმედებს როგორც მისი დამოუკიდებელი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე საჭიროების შემთხვევაში იქცევა ისე და ასრულებს ყველა იმ მითითებას, რისი შესრულებაც კრემლში სურთ. მაგალითად რუსეთში მომხდარი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მკვლელობები, მაგალითად ანა პოლიტიკოვსკაიას მკვლელობა მოსკოვში.
Სწორედ ამიტომ, რუსეთში ფიქრობენ, რომ პუტინის შემდეგ კადიროვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რომლის სახელსაც ბევრი სისხლი უკავშირდება.
Მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის და მისი დაჯგუფების წევრების მიმართ არაერთი სანქციაა გამოყენებული, წლებია ჩეჩნური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ფეხს იკიდებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ევროპაში.
კადიროვის დაჯგუფების წევრების რაოდენობის ზრდის შესახებ ევროპაში ბევრჯერ ისაუბრეს, თუმცა, მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე ევროპულ ქვეყნებში ჭირს მიიღონ სწორი ინფორმაცია კონკრეტული თავშესაფრის მაძიებელი არის, დევნილი თუ მოძალადე. ევროპაში არსებული კანონებით კი ხშირად მოძალადეებიც სარგებლობენ.
ასევე ნახეთ: პლებისციტი რუსეთში - პუტინის სისუსტის ნიშანიᲡწორედ ამიტომ, ევროპაში ამ დრომდე არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთა წევრებიც კადიროვის ქმედებებს იზიარებენ და მას მხარს უჭერენ.
კადიროვი და საქართველო
Წლებია, რამზან კადიროვი, იგივე "პუტინის მონსტრი" საქართველოს და ქართველებს ემუქრება. Მუქარა ხან სრულდება, ხან მისი აღკვეთა ხდება. ამის მაგალითები ბოლო 2 წლის განმავლობაშიც კარგად ჩანს.
Მკვლელობა გერმანიაში, მოკლულია საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, საქართველოს მოქალაქე რომელიც თავშესაფარს გერმანიაში ეძებდა. Სასამართლო პროცესები გერმანიაში ამ დრომდე გრძელდება, მკვლელობის უკან კი რამზან კადიროვის კვალი იკვეთება. ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 2018 წლის აგვისტოში მიაყენეს.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა ხანგოშვილზე თავდასხმის. Ხანგოშვილს თავს მანამდე დაახლოებით 5 წლით ადრე საქართველოშიც დაესხნენ.
Სულ Ბოლოს, პუტინის მონსტრის სახელი კვლავ საქართველოსთან მიმართებაში გაჟღერდა მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა რამზან კადიროვი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გემავდა.
ეროვნებით ჩეჩენი დაკავებულია ცნობილია, რომ ის მკვლელობას გეგმავდა და თუ როგორ, ამის შესახებ ქართულ საგამოძიებო ორგანოებს დეტალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, ბევრი დეტალი ამ დრომდე ბურუსით არის მოცული. განცხადება ე.წ. მკვლელის დაკავების შემდეგ მალევე გააკეთა თავად რამზან კადიროვმა, რომელმაც თქვა, რომ როცა მას სურს მკვლელობა, ეს ხდებ. ტელეწამყვან გაბუნიას კი ლოცვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ასევე ნახეთ: კადიროვი: „გაბუნია, ჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს”ლოცვა და საჯარო ბოდიში კადიროვის სტილია. ის ადამიანებს ან კლავს ან აწამებს ან არადა აკავებს და იძულების გზით მათ ბოდიშს ახდევინებს. Ბოდიშს ახდევინებს იმათაც, ვინც მის საქმიანობას კრიტიკულად აშუქებს ან სულაც, საუბრობს. Ასეთი ფაქტები წლების განმავლობაში ბლომად დაგროვდა. ინტერნეტ სივრცეში ხშირად შეგხვდებათ ამა, თუ იმ ადამიანის ვიდეო, რომელიც ბოდიშს უხდის რამზან კადიროვს.
Ხშირად არის საუბარი იმის შესახებაც, აქვს თუ არა მას გავლენა საქართველოში და ყავს თუ არა ქვეყანაში თავისი დანაშაულებრივი ჯგუფები. Რამდენადაც ცნობილია, ასეთი ჯგუფები საქართველოში არ არიან. Კადიროვის მომხრეებს დასაყრდენი არც პანკისის ხეობაში აქვთ. Ადგილობრივები სრულ წინააღმდეგობაში არიან კადიროვის იდეებთან ან ქმედებებთან და ამაზე ისინი ხშირად ღიად საუბრობენ.
ასევე ნახეთ: რუსული საინფორმაციო ომი და საფრთხეები, რომელსაც ევროპა და ამერიკა უნდა გაუმკლავდნენთუმცა, ხეობაში რჩება რისკი, რომ კადიროვმა შეიძლება მოიპოვოს გავლენა გარკვეული რაოდენობის ადამიანებზე, მათ შორის სალაფიტ სასულიერო პირებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კადიროვი და მისი დაჯგუფება წლებია თესავს შიშს, აწარმოებს პროპაგანდას და ცდილობს ადამიანების გადარწმუნებას და თავის პოპულარიზაციას.
ასევე ნახეთ: კარპენტერი: არჩევნები განსაზღვრავს აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობის სიმტკიცესის, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტს ე.წ. ტროლების დიდი არმია ჰყავს ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა კიდეც, სწორედ მათი დახმარებით კადიროვი მუდმივად ცდილობს შექმნას ისეთი რეალობა, რომ თითქოსდა მას ჰყავს სპეცრაზმი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აღწევს სასურველ მიზანს.
კადიროვი ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოიხატა. Მისთვის მიუღებელია თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი სივრცე და ყველაფერი განსხვავებული. ის კლავს, აწამებს, დევნის და ატყვევებს ყველას, ვინც მისგან განსხვავებულია - აზრით, გარეგნობით, რელიგიურად თუ სექსუალური ორიენტაციით. Ჩეჩნეთში კი ვითარება 10 წელზე მეტია უარესობისკენ იცვლება, გარბის ყველა, ვისაც საშუალება აქვს. ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყვავის.
Მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კადიროვი ამ დრომდე, სავარაუდოდ, ვერ ახერხებს გავლენები საქართველოში დაამყაროს. პანკისის ხეობა კი მისგან მუდმივად დისტანცირებას ახდენს.