ორშაბათს, ამერიკელმა მკვლევრებმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში სახის ამომცნობ ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიები კამერებში ისეთ ტექნოლოგიას ამონტაჟებენ, რომლითაც ადამიანის რასის ამოცნობაა შესაძლებელი. ციფრულ სივრცეში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფების განცხადებით, რუსეთში ასეთი ტექნოლოგიების წარმოების „მიზანია დისკრიმინაცია“.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მეშვეობით, ვიდეოკამერებს შეუძლიათ ამოიცნონ და სახეების კლასიფიცირება მოახდინონ ადამიანის რასის მიხედვით. მსგავს ტექნოლოგიაზე რუსეთის 4 ყველაზე დიდი სახის ამომცნობი კომპანია მუშაობს.
ასევე ნახეთ: ჯეფ ბეზოსმა „ამაზონის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობა დატოვაჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, იყენებს თუ არა რუსეთის პოლიცია ახალ ტექნოლოგიას უმცირესობების ამოსაცნობად, თუმცა ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი კამერები უკვე შეისყიდეს სხვადასხვა ოფიციალურმა უწყებებმა და ბიზნესებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიამ, სახელად „აქსონსოფტი“, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიაზე მომუშავე ოთხ კომპანიას შორისაა, სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ ისინი თავიანთი პროდუქტიდან „მუშაობენ ნებისმიერი ტექნოლოგიის ამოღებაზე, რომელიც ეთნიკურ სეგრეგაციას შეუწყობს ხელს“.
სამოქალაქო აქტივისტები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ამ ფორმით გამოყენება საფრთხეს უქმნის რუსეთში მცხოვრებ უმცირესობებს. მათივე თქმით, რუსმა სამართალდამცავებმა უკვე გამოიყენეს ეს ტექნოლოგია ანტისამთავრობო აქციებში მონაწილე ადამიანების ამოცნობისა და დაკავებისთვის.
ასევე ნახეთ: 70 მილიონი დოლარი კომპიუტერულ სისტემებზე წვდომის აღდგენის სანაცვლოდ„[კვლევის] შედეგები ხაზს უსვამს იმ მახინჯ რასიზმს, რომელიც ამ სისტემებში არსებობს“,- ამბობს ედინ მონავიჩი, ლონდონში არსებული ორგანიზაცია „ფრაივესი ინთერნეშენალის“ დირექტორი.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „როიტერსის“ შეკითხვებს ხელოვნური ინტელექტის ამ ფორმით გამოყენებასთან დაკავშირებით არ უპასუხა. სამმა კომპანიამ კი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეჭვი ეპარებათ იმაში, თუ რამდენადაა მათი ტექნოლოგიების გამოყენება ჩაგვრისთვის შესაძლებელი. თუმცა, იმასაც ადასტურებენ, რომ იციან იმ შეკითხვების შესახებ, რომელიც უფლებადამცველებს გაუჩნდათ.