მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, აღმასრულებელი დირქტორის პოზიციას დღეს ტოვებს. ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, ბეზოსის კაპიტალი 1998 წლის შემდეგ 196 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სწორედ 1998 წელს მოხვდა ის ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიაში პირველად.
„ფორბსის“ ინფორმაციით, „ამაზონის“ დამფუძნებლის კაპიტალი დღეს, 202 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ბეზოსის გადაწყვეტილების შესახებ, აღარ იმუშაოს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად, „ამაზონმა“ თებერვალში გამოაცხადა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბეზოსი მეტ დროს დაუთმობს ისეთ პროექტებზე მუშაობას, როგორიცაა, მაგალითად, „ბეზოსის დედამიწის ფონდი“.
ბეზოსი ხელფასის სახით 81,840 დოლარს იღებდა, ასევე კომპანიისგან სხვადასხვა კომპენსაციით სახით მიღებული აქვს 1,6 მილიონი დოლარი. ამ ინფორმაციას გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს.
კოვიდ 19-ის პანდემიის დროს, განსაკუთრებით გაიზარდა ბეზოსის შემოსავალი. გასულ წელს „ამაზონზე“ გაყიდვების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია და მისი შემოსავალი 75 მილიარდი დოლარით გაზარდა.
პანდემიის დროს, ბეზოსის ასე გამდიდრებამ, გარკვეული კრიტიკაც დაიმსახურა. კრიტიკოსების თქმით, მაშინ, როდესაც „ამაზონის“ ათასობით თანამშრომელი სიღარიბეში ცხოვრობს, ბეზოსი ყოველ წუთში იმაზე მეტ ფულს შოულობს, ვიდრე საშუალო ამერიკელი ერთ კვირაში.
ბეზოსის შემცვლელი ენდი ჯესი იქნება. ის ამ დრომდე „ამაზონის“ ონლაინ მომსახურების დეპრატამენტის აღამასრულებელი დირექტორი იყო.
Facebook Forum