რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „არასასურველ“ უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას დანაშაულად აცხადებს. პუტინმა კანონს ხელი 28 ივნისს მოაწერა.
ახალი კანონის თანახმად, რუსეთის მოქალაქეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ მას „არასასურველ“ ორგანიზაციად მიჩნეულ უცხოურ უწყებასთან კავშირი დაუმტკიცდა.
ასევე ნახეთ: აშშ რუსეთთან პროგნოზირებად ურთიერთობებს იმედოვნებს - ბლინკენიკანონი ასევე უკრძალავს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის გარეთ დაფუძნებულ რუსულ უწყებებს კრემლის მიერ „არასასურველ“ ორგანიზაციებად მიჩნეულ არასამთავრობოებთან თანამშრომლობას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
ასევე ნახეთ: მერკელს რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურსიმ ადამიანებს, რომლებიც ამ ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობენ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო მათ კი, ვინც „არასასურველ“ ორგანიზაციების თანხების მოძიებაში ეხმარებიან, 5 წლამდე პატიმრობა შეუფარდებათ.
კანონი ასევე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით დაანებებენ ასეთ სამსახურებში მუშაობას თავს ან ისინი, ვინც ასეთი ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტაში მონაწილეობას მიიღებენ, სასამართლოს წინაშე არ წარდგებიან.
„არასასურველი ორგანიზაციების“ კანონი პუტინმა 2015 წელს დაამტკიცა. მისი მიზანი, ძირითადად, ევროპული და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან განდევნა იყო.