ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შემოდგომაზე ჩინეთში ვიზიტსა და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფორუმში მონაწილეობას გეგმავს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.

პეკინში ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა, მაშინ „ულიმიტო“ პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს. პარტნიორობის ამ ფორმამ, ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში გააფართოვა.

ასევე ნახეთ: ჩინეთ-რუსეთის "ულიმიტო პარტნიორობის" მომავალი

ჩინეთი უარს ამბობს, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მოსკოვი დაადანაშაულოს. ამასთან, პეკინმა დაგმო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

თავად სი ძინპინი, მოსკოვს მარტში ეწვია და „ძვირფას მეგობარ“ ვლადიმირ პუტინთან, შეთანხმებების მთელ რიგს მოაწერა ხელი, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზეც.

ჩინეთმა მოსკოვში დოკუმენტი წარადგინა, რომელიც უკრაინაში დეესკალაციას და ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა. თუმცა, კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა, პეკინის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი უარყვეს. ერთ-ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

Your browser doesn’t support HTML5

„ახლა არის ისეთი ცვლილებები, როგორიც 100 წელია არ ყოფილა და ჩვენ ერთად ვმართავთ ამ ცვლილებებს" - სი ძინპინი, პუტინს