ვლადიმირ პუტინი, უკრაინის მიმართ „დაბალანსებული“ პოზიციის გამო, სი ძინპინს აქებს. ამასთან, მისი განცხადებით, ესმის, რომ ძინპინს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, კითხვები და შეშფოთება აქვს.
ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტები, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. ძინპინმა პუტინს „ძველი მეგობარი უწოდა, ეს მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „შეერთებული შტატების მცდელობა, შექმნას უნიპოლარული სამყარო“, წარუმატებელი იქნება.
ასევე ნახეთ: "აშშ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს" - როიტერი„ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. გვესმის თვქენი კითხვები და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, განვმარტავთ ჩვენს პოზიციას“ - უთხრა პიტინმა ძინპინს.
ბოლოს, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები, ერთმანეთს პირისპირ რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე შეხვდნენ. მაშინ, მხარეებმა „ულიმიტო“ მარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს და პირობა დადეს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ მეტად ითანამშრომლებდნენ.
„ძველი მეგობარი“
ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის აღმავლობის ფონზე, სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის მეგობრობა, გეოპოლიტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განვითარებად მიიჩნევა.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ოდესღაც გოლობალური კომუნისტური იერარქიის ლიდერი რუსეთი, ახლა ჩინეთისთვის უმცროსი პარტნიორია.
კომუნისტური რევოუციონერის ვაჟი, სი ძინპინი და საბჭოთა სუკის ყოფილი აგენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მათი ურთიერთობა უკეთესი არასდროს ყოფილა.
ასევე ნახეთ: "რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა" - ამერიკული დაზვერვაუკრაინის წინააღმდეგ თითქმის შვიდთვიანმა ომმა, რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო ძალა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, პუტინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა აზიისკენ იხრება, რადგან მისი თქმით, დასავლეთი დაცემის პროცესშია.
„მსოფლიოში, ჩვენს დროში და ისტორიაში ცვლილებების პირისპირ, ჩინეთი მზადაა იმუშაოს რუსეთთან, რათა წამყვანი როლი შეასრულოს მთავარი ძალების პასუხისმგებლობების დემონსტრირებაში, სტაბილურობასა და არეულობის სამყაროში, პოზიტიური ენერგიის ჩანერგვაში“ - უთხრა სი ძინპინმა, პუტინს.