ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერს და ამბობს, რომ სომხეთმა "პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს"


გუშინ ღამით დაწყებულ სახმედრო კონფლიქტში, თურქეთმა მხარი აზერბიჯანს დაუჭირა და განაცხადა, რომ სომხეთმა " პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს ".

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ზაკირ ჰასანოვთან ისაუბრა. "მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ყოველთვის გევრდით ედგა მოძმე აზერბაიჯანს და განაგრძობს მის გვერდით დგომას",- ამბობენ თურქეთში.

სამშაბათს, რუსულმა სააგენტოებმა ინფორმაცია გაავრცელეს რეგიონში განახლებული სამხედრო შეტაკებების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კვლავ მთიანი ყარაბახის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნის დაწყებაში. თურქეთი ორივე ქვეყნის მეზობელია, თუმცა უკვე წლებია, რაც აზერბაიჯანს უჭერს მხარს ყარაბახის კონფლიქტში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, მევლუთ ჩავალშოღლუმ განაცხადა, რომ ანაკარას ურთიერთობა სომხეთთან არაა დამოუკიდებელი ერევან-ბაქოს კავშირებისგან. მას ისევე, როგორც თავდაცვის მინისტრს, საუბარი ჰქონდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მიმდინარე მოვლენების განსახილველად.

"სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ფოკუსირდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აზერბაიჯანთან კოოპერაციაზე",- დაწერა საკუთარ ტვიტერ გვერდზე ჩავაშოღლუმ.

2020 წლის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც იმ ეტაპზე აზერბაიჯანის დაწინაურებით დასრულდა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საერთო წვრთნებიც ჩაატარეს.

XS
SM
MD
LG