პუტინი ამბობს, რომ უკრაინის კურსკში შეჭრამ, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინსვლა ვერ შეანელა

ხუთშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრამ, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინსვლა ვერ შეანელა და ფრონტის გასწვრივ კიევის თავდაცვითი შესაძლებლობები შეასუსტა.

ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ ახლა რუსული ძალები უკრაინელ ჯარისკაცებს თანდათან აძევებენ კურსკიდან, სადაც უკრაინამ 6 აგვისტოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მასშტაბის თავდასხმა განახორციელა.

ასევე ნახეთ: კურსკის ოპერაციის სამხედრო და პოლიტიკური ფასი

პუტინმა თქვა, რომ უკრაინამ სხვა ადგილებზე თავდაცვა შეასუსტა და რუსეთს საშუალება მისცა აღმოსავლეთ დონბასში წინსვლა აეჩქარებინა.

უკრაინის მთავარმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა სირსკიმ თქვა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო რუსული ძალების სხვა ადგილებიდან, პირველ რიგში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების, პოკროვსკის და კურახოვეს ახლო ტერიტორიიდან გადასროლისთვის მიეღწია.

მიუხედავად იმისა, რომ კურსკში შეჭრა პუტინისთვის და მისი უმაღლესი სამხედრო სარდლობისთვის სირცხვილის მომტანი იყო, ახლა რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ ეს ოპერაცია ომში კიევის უდიდეს ტაქტიკურ შეცდომად წარმოადგინონ. ისინი ამბობენ, რომ ამით უკრაინელებმა მცირე რეალური წარმატებისთვის ათასობით ჯარისკაცი დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი კურსკში ტერიტორიის შენარჩუნებას გეგმავს და ოპერაციამ, რომელიც გამარჯვების არასრულად გამჟღავნებული გეგმის ნაწილია, რუსებს ომი საკუთარ სახლში მიუტანა.