რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან, კიმ ჩენ ინისგან მიწვევა მიიღო. კიმის რუსეთში ვიზიტის პარალელურად, ამერიკაში სულ უფრო იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, შესაძლოა სამხედრო კავშირები დამყარდეს.
პუტინმა მიწვევა სწორედ კიმის რუსეთში ვიზიტისას მიიღო. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მთავარი მიზანია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის სატელიტურ პროგრამაში დახმარება.
ვიზიტისას პუტინმა და კიმმა ერთმანეთს "ამხანაგები" უწოდეს და ერთმანეთის სადღეგრძელოები შესვეს.
ასევე ნახეთ: კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ჩრდილო კორეაში მორიგი რაკეტების გაშვების ფონზე მოხდა„მიღების დასასრულს, კიმ ჩენ ინმა თავაზიანად შესთავაზა პუტინს, რომ ეწვიოს ჩრდილოეთ კორეას თავისთვის მოსახერხებელ დროს“, - ნათქვამია კორეის ცენტრალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ პუტინმა "მადლიერებით" მიიღო კიმის მიწვევა და ვიზიტის მოსამაზადებლად ფხენიანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოქტომბერში ეწვევა.