რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი განკარგულების საფუძველზე, გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და რუსეთიდან გასვლის პროცედურა. პრეზიდენტის ბრძანება № 873 სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ: „ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებსდოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“. მანამდე საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდა.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ კატეგორიაში ხვდებიან, რუსეთში შესვლა შეეძლებათ „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობის, საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის) საფუძველზე".
პუტინისვე განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი რუსეთმა კიდევ უფრო ადრე, 2023 წლის 15 მაისს გააუქმა.