5-6 აპრილს, პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს შეხვდებიან

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში ჩადის, რათა ვლადიმირ პუტინთან ორდღიანი მოლაპარაკებები გამართოს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი ლიდერი აპირებს უკრაინაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბროს და მოუწოდოს კიევს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პუტინი და ლუკაშენკო, ასევე ისაუბრებენ "ორმხრივი და საერთაშორისო თემების შესახებ".

ასევე ნახეთ: ფინეთის ნატოში გაწევრიანების ფონზე, უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებს

გასულ თვეს, პუტინმა თქვა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ატომური იარაღის განთავსებას აპირებს. სამშაბათს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი აძლიერებს ბელარუსის ატომურ შესაძლებლობებს ფინეთის ნატოში გაწევრიანების პარალელურად.

ბელარუსი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რუსეთის მხარესაა. ბელარუსის ტერიტორია, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, რუსი სამხედროებისთვის ერთგვარ პოლიგონად იქცა. უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი ბელარუსიდან ბომბავს უკრაინულ სამიზნეებს. მართალია ლუკაშენკოს მთავრობა რუსეთის მხარეს დგას, თუმცა ომში უკრაინის წინააღმდეგ, ოფიციალურად არ ჩართულა.