ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთი ნატოს წევრია, რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება


ფინეთი ნატოს სამხედრო ალიანსს ოფიციალურად შეუერთდა. ჰელსინკის ისტორიული გადაწყვეტილებას, რომლის მიზეზი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი და არაპროვოცირებული ომი გახდა, მოსკოვი „კონტრზომების“ მიღების დაანონსებით ხვდება.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ფინეთის გაწევრიანება, აორმაგებს საზღვარს, რომელსაც ნატო რუსეთთან იზიარებს, ამასთან აძლიერებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ჰაავისტომ ალიანსში გაწევრიანების პროცესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენით დაასრულა. ენტონი ბლინკენი ბრიუსელში იმყოფება და ფინელ კოლეგასთან ისტორიული მნიშვნელობის ეს შეხვედრა, ნატოს შტაბბინაში გაიმართა.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის რიგებში ფინეთის მიღებას მიესალმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ გამართლებად, ვლადიმირ პუტინმა ნატოს გაფართოების წინააღმდეგო წარმოადგინა.

„ის ზუსტად საპირისპიროს იღებს... დღეს ფინეთი, მალე ასევე შვედეთი, ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კრემლმა თქვა, რომ რუსეთი იძულებული იქნება ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით "კონტრზომები" მიიღოს. თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა უკრაინაში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აუცილებლობა გააჩინა.

მოსკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ გააძლიერებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს მის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, ფინეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ.

„ფინეთმა სწორი არჩევანი გააკეთა, ნატო ასევე არის უკრაინის მთავარი მიზანი“ - ასე გამოეხმაურა ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრიი ერმაკი.

ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ დაასრულა მისი სამხედრო ნეიტრალიტეტის ერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. 2022 წლის თებრვალში, რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრამ და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებამ, ფინეთი აიძულა ისტორიული გადაწყვეტილება შეეცვალა.

XS
SM
MD
LG