1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ვაშინგტონში, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" პლაზაზე, რომელიც თეთრი სახლისგან სულ ერთი კვარტლითაა დაშორებული. დემონსტრანტები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებით გამოვიდნენ ვაშინგტონის ქუჩებში. მათმა ნაწილმა ქალაქის ცენტრში მოძრაობა შეაფერხა და ფოიერვერკებიც გაუშვა.
საპროტესტო აქციები გაიმართა ქალაქ ნიუ-იორკსა და სიეტლშიც, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ საპროტეტსო აქციებს არ მიუღია სერიზული ძალადობრივი ფორმა. მოლოდინი ბევრად უფრო დიდი არეულობის იყო, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ასევე ნახეთ: არჩევნების დღეს, ამერიკაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი ახალი მაჩვენებელი დაფიქსირდავაშინგტონში დემონსტრანტები გამოდიოდნენ შემდეგ შეძახილებით: "ვისია ქუჩები? ჩვენია ქუჩები!", " თუ ჩვენ ვერ მივიღებთ სამართალს, ისინი ვერ მიიღებენ მშვიდობას".
ქუჩებში, ასევე გამოჩნდნენ თინეიჯერები, ვინც მთელი ღამის განმავლობაში ცეკვავდნენ და მღეროდნენ.
ტრამპის საწინააღმდეგო აქციები ჩატარდა, ასევე, პორტლენდში. ორეგონსა და სიეტლში. აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
არეულობის მოლოდინში, ამერიკის ყველა დიდ ქალაქში, მაღაზიების, კაფე-ბარების, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო შენობების ვიტრინები ფიცრებით აჭედეს, რათა ქონება განადგურებისგან დაეცვათ.
ასევე ნახეთ: ტვიტერი და ფეისბუქი არჩევნებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს ფილტრავენამერიკას უკვე აქვს არეულობის შედეგად კერძო და სახელმწიფო ქონების გადანდგურების მძიმე გამოცდილება. ზაფხულში, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისა და გარდაცვალების შემდეგ, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ამ აქციების ნაწილი, ძალადობრივ ფორმაში გადაიზარდა და დემონსტრანტებმა დაამტვრიეს, გადაწვეს და გაძარცვეს შენობები. სწორედ ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, აიჭედა ამერიკის დიდ ქალაქებში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შენობების ვიტრინები.