ბრიტანეთის სამეფო კარის წევრ პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ახლა შოტნლანდიაში თვითიზოლაციაში იმყოფება. ამასთან დაკავშირებით სამეფო კარმა განცახდება გაავრცელა:
"უელსის პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა. მას დაავადების მსუბუქი სიმტომები აქვს, თუმცა თავს კარგად გრძნობს და აგრძელებეს მუშაობას სახლიდან."
კორონავირუსი დაუდგინდა პრინცის მეუღლე კამილასაც. ცოლ-ქმარი თვითოზიოლაციაში არის და ექიმმების მითითებებს ასრულებს.
უცნობია ვისგან გადაეცა კორონავირუსი პრინც ჩარლზს, ვინაიდან, გასული კვირების განმავლობაში მას განსაკუთრებულად ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, წერია განცხადებაში.
სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დედოფალი ელისაბედი კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.