შეერთებული შტატების სამ შტატში დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები მიმდინაროებს. ოჰაიოს შტატმა, სადაც პრაიმერები დღეს უნდა შემდგარიყო, არჩევნები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გადადო
საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად, ამჟამად ორი კანდიდატი ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იბრძვიან.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული შიში ნოემბერში დაგეგმილ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას უკვე ახდენს. ხალხის შეკრების შეზღუდვების ფონზე, საარჩევნო კამპანიების შეკრებებზე ამომრჩევლის მობილიზება შეუძლებელი ხდება.
სწორედ ამ შეზღუდვების გამო, კვირას სენატორ სანდერსსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს შორის დებატები აუდიტორიის გარეშე გაიმართა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო.