ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და სანდერსი ერთმანეთს 10 მარტს ექვს შტატში დაუპირისპირდება


ნიუ ჯერსის სენატორმა კორი ბუკერმა, რომელიც დემოკრატიულ პარტიაში პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძოდა და მარათონი იანვარში დატოვა, განაცხადა, რომ ის მხარს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უჭერს. სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ სენატორმა დაწერა: „პასუხი სიძულვილის და დაყოფის წინააღდეგ საერთო მიზნისკენ ჩვენი სწრაფვის გაღვივებაა. ჯო ბაიდენი არა მარტო გაიმარჯვებს, არამედ ის აჩვენებს, რომ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს“.

ბუკერის მიერ ბაიდენისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, კალიფორნიის სენატორის კამალა ჰარისის ამავე ნაბიჯს მოჰყვა. ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს დემოკრატ კანდიდატებს შორის ბაიდენი ყველაზე მეტადაა მზად „გაუძღვეს ამერიკას რთულ დროში“. კიდევ რამდენიმე ყოფილმა მეტოქემ მოუწოდა საკუთარ ამომრჩეველს, მხარი ბაიდენს დაუჭირონ, მათ შორის, ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერმა პიტ ბუჯიჯიმა და მინესოტელმა სენატორმა ემი კლობუჩარმა. ამომრჩეველს ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდა მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმაც, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიას მასში ჩართვიდან მალევე გამოეთიშა.

ამ დროისთვის საარჩევნო მარათონში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰავაის შტატიდან ტუტსი გაბარდი არიან ჩართულნი. თუმცა ამ უკანასკნელის მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო დებატებში სათუოა. ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის გადაწვეტილებით, მომავალ დემოკრატთა დებატებისთვის, 15 მარტს, კანდიდატს უნდა ქონდეს შტატების დელეგატების მინიმუმ 20 პროცენტის მხარდაჭერა. ამ მოთხოვნას გაბარდი ვერ აკმაყოფილებს.

ამ დროისთვის, მარათონში მთავარი ბრძოლა თვითგამოცხადებულ დემოკრატ სოციალისტ ბერნი სანდერს და ჯო ბაიდენს შორის მიმდინარეობს. 10 მარტს კანდიდატები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ექვს შტატში დაუპირისპირდებიან.

2020 წლის ნოემბერში კი დემოკრატიული პარტიის მიერ ნომინირებული კანდიდატი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG