ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა ობამასადმი, ეკონომიკა და საიმიგრაციო რეფორმა რჩება
შეერთებული შტატების მასშტაბით ლოს ანჯელესში ემიგრანტების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კონტიგენტია თავმოყრილი. ამ ქალაქში ლათინური ამერიკიდან თუ წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები ბინადრობენ. პრეზიდენ ობამას მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით მოსახლეობის რეაქციის გასარკვევად „ამერიკის ხმის” კორესპონდენტმა ლოს ანჯელესის ემიგრანტებით დასახლებული რაიონები მოინახულა.
ერთი შეხედვით, ლოს ანჯელესში ჩვეული სამუშაო დღეა, თუმცა ფილიპინელი ემიგრანტისა და სტუდენტისთვის, ჯასტინ დეტოროსათვის მომავალი ახლა შედარებით უფრო ნათლად მოჩანს.
„სწავლის გადასახადი იზრდება. ეს ძალიან მაღელვებს და ჩემს მომავალზე მაფიქრებს, თუმცა, ობამას გაპრეზიდენტება იმედით მავსებს,” - ამბობს ჯასტინი.
ლოს ანჯელესში მაცხოვრებელი სხვა მრავალი ემიგრანტის მსგავსად, არც დეტოროს აქვს ოფიციალური საბუთი. ამ ემიგრანტებს არ ეძლევათ საშუალება, ფედერალური ფინანსური დახმარება მიიღონ სწავლის დასაფინანსებლად და არც ლეგალური მუშაობის უფლება არ აქვთ. ისინი მხარს პრეზიდენტ ობამას უჭერენ და იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საემიგრაციო პოლიტიკის რეფორმირებას უზრუნველყოფს.
„[იმედი მაქვს], ის ეგრეთ წოდებულ „ოცნების აქტს” სისრულეში მოიყვანს და ყველა იმიგრანტ სტუდენტს საბუთების მოწესრიგების საშუალებას მისცემს,” - ამბობს ობამას ერთ-ერთი მხარდამჭერი, სარა მარტინესი.
მიუხედავად იმისა, რომ ლათინო მოსახლეობაში ემიგრაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, სარა მარტინესი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ობამას დღის წესრიგში უმთავრესი ეკონომიკაა.
ეკონომიკა, უპირველეს ყოვლისა, - ამბობს სარა, და თვლის, რომ პრეზიდენტმა ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.
ბარაკ ობამას კიდევ ერთი მხარდამჭერი, ჯუდი კანგი, თვლის, რომ ეს პროცესი რთული იქნება, თუმცა იმედი აქვს, რომ წინსვლა აუცილებლად იქნება.
პიტერ ვანგმა ხმა მიტ რომნის მისცა. „ოთხი წლის შემდეგ ცვლილებას და შეერთებული შტატების ახლებური მართვის დაწყებას მოველოდი,” - ამბობს ის.
თუმცა, ვანგი აღნიშნავს, რომ მისი რჩეული კანდიდატის დამარცხების გამო განსაკუთრებულად იმედგაცრუებული არ არის. ის ხედავს იმ უპირატესობას, რაც ობამას ადმინისტრაციაში ყოფნას უკავშირდება, განსაკუთრებით კი მსოფლიო არენაზე.
„ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. ასე რომ, რასობრივი თვალსაზრისით, მსოფლიო ხედავს, რომ შეერთებული შტატები მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოა. არ აქვს მნიშვნელობა თეთრკანიანი ხარ თუ შავკანიანი - ყველას შეუძლია პრეზიდენტი გახდეს, თუკი მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერა არსებობს,” - მიიჩნევს პიტერ ვანგი.
პრეზიდენტ ობამას, თავისი პოლიტიკის გასატარებლად, კიდევ ოთხი წელი აქვს, რაც უამრავ მოქალაქესა და ემიგრანტს იმედს აძლევს, რომ ამერიკა მათთვის და მათი შვილებისთვის უკეთესი ქვეყანა გახდება.