ტრამპმა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გააუქმა

კოვიდ19-ის პანდემის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც ის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ, გააუქმა.

"ფლორიდაში პანდემიური ვითარება რთულია, ახლა არ არის შესაფერისი დრო ყრილობის გამართვისთვის,"- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციის დროს თეთრ სახლში.

ასევე ნახეთ: 4 მილიონზე მეტი ინფიცირებული ამერიკაში - ორჯერ მეტი, ვიდრე 6 კვირის წინ

როგორც ის ამბობს, 27 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმებულია და ამ დროისთვის არ აქვს გადაწყვეტილი, რა ფორმით მიმართავს ის ამერიკის მოქალაქეებს და მხარდამჭერებს.

"მე უნდა დავიცვა ამერიკელი ხალხი. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებ და ამას მე ყოველთვის გავაკეთებ,"- ამბობს პრეზიდენტი ტრამპი.

ასევე ნახეთ: ტრილიონი დოლარი - ამერიკელებმა მთავრობისგან შესაძლოა კიდევ ერთი დახმარება მიიღონ

თეთრ სახლში საუბრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ფლორიდაში 27 აგვისტოს მისი 10 000 მხარდამჭერი უნდა შეკრებილიყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მან ეს გადაიფიქრა.