უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგომატარებლების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისათვის რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც რუსეთიდან მართული სეპარატისტები თავიანთი პოზიციების დათმობაზე უარს აცხადებენ, სისხლისღვრა დასრულდეს. შეერთებული შტატები მოსკოვს მოუწოდებს შეაჩეროს მებრძოლების გადასვლა რუსეთის საზღვრებიდან უკრაინის მიმართულებით. ამის შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტი ზლატიკა ჰოკი მოგვითხრობს.
უკრაინის მღელვარე რეგიონი დონეცკი, რომელსაც რუსეთიდან მართული სეპარატისტები აკონტროლებენ, უკრაინის ახალ ხელისუფლებას არ ემორჩილებიან. საზღვაო ქალაქ მარიოპულში სეპარატისტების სახელით განცხადებას ანდრეი აკეთებს.
მისი თქმით, ქალაქის მართველობა მათ ხელშია, მათი წარმომადგენლები ამ საქმეს უძღვებიან. ისინი შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ და პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ არ მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.
როდესაც უკრაინელმა ბიზნესმენმა პეტრო პოროშენკომ ორი კვირის წინ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, მან მაშინვე გააკეთა მოწოდება დაუყონებლივ შეწყვეტილიყო რუსეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებული უკრაინელების მიმართ. თუმცა ასევე პირობა დადო რომ რეგიონში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობასთან დიალოგი აღსდგებოდა.
ამერიკელი კონგრესმენი მერსი კაპტური შაბათს პოროშენკოს ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. ის აცხადებს რომ სეპარატისტების მიმართ გაკეთებული შეთავაზება მისი მხრიდან კეთილშობილი ჟესტი იყო.
"მან მშვიდობისთვის ზეთისხილის ტოტი დაანახა სეპარატისტებს და საუბრობს პრობლემის მოგვარებაზე, იმ სეპარატისტების მიმართ ამნისტიის გამოცხადებაზე, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ. ასე რომ მან პირველმა გადადგა ეს ნაბიჯი და ახლა უკვე მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამ მიმართულებით," განაცხადა კონგრესმენმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პოროშენკო ერთმანეთს პარასკევს, ნორმანდიის დამოუკიდებლობის 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა მარი ჰარფმა ორშაბათს განაცხადა, რომ ეს კარგი ნიშანი იყო.
" ჩვენ გაგვამხნევა იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ პოროშენკოს პარასკევს ნორმანდიაში ესაუბრა, ის რომ, რუსეთმა უკრაინაში საკუთარი ელჩი მიავლინა უკრაინაში ინაუგურაციაზე დასასწრებად. და ჩვენ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრებზე უსაფრთხოების დაცვის ზომებს გაამკაცრებს, რაც სეპარატისტების და იარაღის მოძრაობას შეზღუდავს," განაცხადა მარი ჰარფმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრა არჩევნების შემდეგაც არ შეწყვეტილა. რუსეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი თომას პიკერინგი ამაში რუსეთს ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა შეძლოს შეიარაღებული პირების განიარაღება, თუმცა ასევე უნდა შესთავაზოს ადგილი ხელისუფლებაში.
მისი განცხადებით, იქ აბსოლუტური აუცილებლობა არსებობს რომ უკრაინა უმრავლესობით იმართოს, თუმცა უმცირესობების ინტერესების სრული გათვალისწინებით. ამასთან რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს იარაღის ჩაბარება სეპარატისტების მხრიდან.
პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთთან ენერგომატარებლების შესახებ ორ ქვეყანას შორის არსებულ დავაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.