რომის პაპმა ფრანცისკემ, კათოლიკურ ეკლესიაში ქალთა მეტი ჩართულებისკენ მიმართული ნაბიჯი გადადგა და შეცვალა ქალთა მსახურების შესახებ კანონი. პაპის ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ქალებს უფლება ექნებათ ლიტურგიების დროს მედავითნეები იყვნენ. ასევე, წირვის დროს საკურთხეველში იმსახურონ და ზიარების პროცესში მიიღონ მონაწილეობა.
ქალები, სხვადასხვა ქვეყნის კათოლიკურ ეკლესიაში ისედაც მსახურობდნენ. თუმცა, ახალი კანონის გამო, ახლა კონსერვატორ მეუფეებს აღარ ექნებათ საშუალება აუკრძალონ ქალებს ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და უფრო მეტ ქალს ექნება საშუალება იყოს საეკლესიო ცერემონიების მონაწილე.
ასევე ნახეთ: რომის პაპმა საშობაო ეპისტოლეში ქვეყნებს ვაქცინების გაზიარებისკენ მოუწოდაახალი კანონის ხელმოწერასთან ერთად, ვატიკანში განმარტავენ, რომ როლები ”არსებითად განსხვავდება ხელდასხმული მსახურებისგან” და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ქალებმა მიიღეს მღვდლად კურთხევის წინაპირობა.
წერილში, რომელიც პაპის გადაწყვეტილებას განმარტავს, პაპი ამბობს, რომ მას სურდა შემოეტანა "სტაბილურობა და საჯარო აღიარება" ქალებისთვის, რომლებიც უკვე მსახურობენ ეკლესიაში.
გასულ აგვისტოს, პაპმა ექვსი ქალი დანიშნა ვატიკანში სხვადასხვა თანამდებობებზე. მათ შორის, ბრიტანეთის პრინცის, ჩარლზის ყოფილი ხაზინადარიც იყო, რომელმაც ვატიკანის ფინანსების ზედამხედველთა საბჭოში მიიღო თანამდებობა.