ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება


ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სულ რამდენიმე წუთის წინ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

"ყველასთვის, ვინც მეკითხებოდა, 20 იანვარს ინაუგურაციაზე არ მივდივარ", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

მან ვაშინგტონში განვითარებული მოვლენებისა და მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ძალადობა დაგმო და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესზეც ისაუბრა.

რამდენიმე თვის განმავლობაში არჩევნების გაყალბების მტკიცების მიუხედავად, ტრამპმა კონგრესის მიერ შედეგების დამტკიცება აღიარა, თუმცა თავი დამარცხებულად არ გამოუცხადებია და არც ჯო ბაიდენისთვის მიულოცავს გამარჯვება, როგორც ამას, ტრადიციულად, არჩევნებში დამარცხებული კანდიდატები აკეთებენ ხოლმე.

დემოკრატი ლიდერები, ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი ამბობენ, რომ ძალადობის წახალისების გამო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კონსტიტუციის 25-ე ჩასწორება უნდა ამოქმედდეს - ამ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის წევრთა უმრავლესობას აქვს უფლება პრეზიდენტი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნიონ და უფლებამოსილება შეუწყვიტონ. თუ ასე არ მოხდა, დემოკრატები იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებაზე საუბრობენ. თუმცა თანამდებობის იმ პირებს, რომლებსაც კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება შეუძლიათ, ამ იდეის მხარდაჭერა არ გამოუხატავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG