10 მარტს, უკრაინამ რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება გააკრიტიკა, რომელშიც ის "თეთრი დროშის" აღმართვის გამბედაობის შესახებ საუბრობდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პონტიფიკოსი ჩართულია "ვირტუალურ შუამავლობაში", ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაპს უპასუხა, რომ კიევი კაპიტულაციას არ აპირებს.
პაპმა ფრანსისმა განაცხადა, რომ როცა ომი ცუდად მიდის ერთი მხარისთვის, მან უნდა აჩვენოს "თეთრი დროშის გამბედაობა" და მოილაპარაკოს. პაპის ინტერვიუ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანცისკემ გამოიყენა ტერმინები, როგორიცაა "თეთრი დროშა" ან “დამარცხება” უკრაინის ომზე საუბრისას, თუმცა ის წარსულშიც საუბრობდა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.
ზელენსკის პირდაპირი მითითება არ გაუკეთებია პაპის კომენტარზე, თუმცა ისაუბრა სხვა რელიგიურ ლიდერებზე, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.
"ისინი მხარს გვიჭერენ ლოცვით, დისკუსიით და საქმით. ეს არის ხალხთან მდგომი ნამდვილი ეკლესია,” - თქვა ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში და დასძინა “და არა 2500 კმ-ის დაშორებით, სადღაც, ვირტუალური შუამავლობა მათ შორის, ვისაც სიცოცხლე უნდა და ვისაც შენი განადგურება სურს”, - თქვა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ: რომის პაპი ლტოლვილებს შეხვდაკულებამ ასევე მიუთითა ბრალდებებზე, რომ პაპმა პიუს XII-მ მეორე მსოფლიო ომში გერმანიაში ნაცისტების წინააღმდეგ მოქმედება ვერ შეძლო.
„მოვუწოდებ (ვატიკანს) თავიდან აირიდოს წარსულის შეცდომების გამეორება და მხარი დაუჭიროს უკრაინას და მის ხალხს სიცოცხლისთვის სამართლიან ბრძოლაში“, - დაწერა სოციალურ ქსელში კულებამ.
11 მარტს, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სავსებით მისაღებია და კრემლი მზადაა დაჯდეს მაგიდასთან. თუმცა, მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ამბობს უარს კრემლთან მოლაპარაკებაზე. „სავსებით გასაგებია, რომ მან (პაპმა) ისაუბრა მოლაპარაკებების საჭიროებაზე”, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს პაპის კომენტარის შესახებ.
პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ ისაუბრა რუსეთის მზადყოფნაზე და ღიაობაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინამ ეს წინადადებები უარყო.
“სამწუხაროდ, როგორც პაპის განცხადებებმა, ასევე სხვა მხარეების განმეორებითმა განცხადებებმა, მათ შორის, ჩვენმაც, ბოლო პერიოდში აბსოლუტურად მკაცრი უარი მიიღო“, - განაცხადა პესკოვმა.
ასევე ნახეთ: "კოლონიური ომია, კოლონიური სამშვიდობო ინიციატივებით" - ამბობს უკრაინის კათოლიკე ეკლესიის მეთაურირომის პაპმა რამდენჯერმე აღაშფოთა უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, მათ შორის მისი მოწოდებით შარშან რუსი ახალგაზრდებისადმი, რომ იამაყონ როგორც ისეთ მეფეთა მემკვიდრეებმა, როგორიც პეტრე დიდი იყო. ეს უკანასკნელი, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მისი ქმედებების გასამართლებლად მაგალითად მოიყვანა.
ევროპელი ოფიციალური პირების ნაწილმა დაგმო პაპის ბოლო კომენტარები.
“ხომ არ აჯობებს, ბალანსისთვის, პუტინს მოუწოდონ ეყოს გამბედაობა, გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან?”, - დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ X-ზე.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა, ასევე X-ზე პოსტი გამოქვეყნა:
“ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ უნდა მოხდეს, მას უნდა შეებრძოლო და დაამარცხო, რათა ბოროტებამ აღმართოს თეთრი დროშა და თავად ჩაბარდეს”.