ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაიმუქრა, რომ დააწესებს ახალ სანქციებს, რათა შეაჩეროს გაზსადენი “ნორდ სტრიმ 2”, რომელსაც რუსეთი გერმანიის მიმართულებით აშენებს.
პრეს-კონფერენციაზე პომპეომ განაცხადა: “მოველით, რომ ისინი, ვინც მიმდინარე პროექტში მონაწილეობენ, პოტენციური შედეგების საკითხზე განხილვის ობიექტები გახდებიან.”
გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის კანონპროექტს, რომლის სამიზნეც ის კონტრაქტორები არიან, ვინც ამ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე და ასევე სხვა რუსულ გაზის პროექტ “თურქსტრიმ”-ზე მუშაობს.
პომპეომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ნორდ სტრიმ 2”- ს დაუქვემდებარებს კანონს, რომელიც ამერიკის მტრებს სანქციებით უპირისპირდება. ეს ცალკე კანონია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან გარიგებებზე სანქციებს განსაზღვრავს.
გერმანიამ ადრინდელ სანქციებზე გაღიზიანება გამოხატა და განაცხადა, რომ სანქციები მის შიდა საქმეებში ერეოდა.