ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ენერგეტიკის მდივანი ნორდ სტრიმ 2-ს „მახრჩობელს“ უწოდებს


შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთ-გერმანიის ახალი გაზსადენი - ნორდ სტრიმ 2. ის მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრისას რიკ პერიმ თქვა, რომ მილსადენი ახალი „მახრჩობელა“ იქნება. მან რუსეთის მხარეს მოუწოდა, „შეწყვიტოს საკუთარი რესურსების გამოყენება გავლენის ბერკეტებად და არეულობის გამოწვევისთვის“.

ნორდ სტრიმ 2-ის მშენებლობა
ნორდ სტრიმ 2-ის მშენებლობა

რიკ პერიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს წყაროების დივერსიფიცირებას, „ევროპელების სურვილს, მინიმუმზე დაიყვანონ ერთ ენერგო-რესურსზე დამოკიდებულება“. ნორდ სტრიმ-2 გაზსადენს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც ეწინააღმდეგებიან.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ენერგიის წყაროების ზეწოლისთვის გამოყენებას არც ის ემხრობა. „ჩვენ გვაერთიანებს შეხედულება იმ საკითხზე, რომ ენერგიის წყაროები არ უნდა იყოს გამოყენებული ზეწოლისათვის და მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საშუალება აირჩიოს მომმარაგებელი“ - განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG