შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება. პომპეო ფხენიანში ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებს გამართავს. სახელმწიფო მდივნისთვის ჩრდილოეთ კორეაში ეს მესამე ვიზიტი ქნება.
პომპეოს ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უსაფრთხოების სააგენტოებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ბირთვული ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.
გასულ თვეს სინგაპურის სამიტზე კიმ ჩენ უნმა პირობა დადო, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას დაიწყებდა.
ზოგიერთი კონგრესმენის სკეპტიციზმის და კრიტიკის მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის სინგაპურის სამიტს და მის შედეგებს აქებს.