ვენესუელაზე აშშ-ს და რუსეთის მთავარი დიპლომატების შეხვედრა იგეგმება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მომავალ კვირაში ერთმანეთს ფინეთში შეხვდებიან.

რუსული მედია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის ციტირებას ახდენს, რომელმაც პარასკევს თქვა, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში, როვანიემიში, არქტიკის საბჭოს მინისტერიალის სესიის კულუარებში შედგება.

მოლაპარაკებების საკითხი სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა.

უწყების ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ შეხვედრის დროს, სავარაუდოდ ვენესუელის საკითხზე იმსჯელებენ.

ოთხშაბათს, პომპეომ ლავროვს ტელეფონით უთხრა, რომ „რუსეთის და კუბის ჩარევა, ვენესუელისთვის და ამერიკა-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობისთვის დესტაბილიზაციის მომტანია“. პომპეომ რუსეთს ვენესუელის ნიკოლას მადუროსთვის მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვა.

ვაშინგტონმა მოსკოვს ბრალი დასდო, რომ მადუროს ვენესუელის დატოვება გადააფიქრებინა. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს