ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკას მოუწოდებს ვენესუელის საქმეებში არ ჩაერიოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თეთრი სახლი გააფრთხილა არ ჩაერიოს ვენესუელის საშინაო საქმეებში და ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ არ გამოიყენოს სამხედრო ძალა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლავროვი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სამშაბათს ესაუბრა, სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ არ დაუდასტურებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ ლავროვმა პომპეოს უთხრა, რომ კრემლი მზადაა ვენესუელის შესახებ ამერიკასთან კონსულტაციები გამართოს.

მოსკოვს ბოლო წლებში მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს მიწოდებული ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსათვის.

ვენესუელაში ჰუმანიტარული მდგომარობა ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. ცოტა ხნის წინ, კოლუმბია-ვენესუელის საზღვართან ამერიკის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული საბარგო მანქანები შეაჩერეს და ვენესუელაში არ შეუშვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG