შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ვიზიტს აგრძელებს. მაიკ პომპეო სამშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერებს შეხვდა, მათ შორის - პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს და საგარეო საქმეთა მინისტრ ტომას პეტრიჩეკს. მან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების და ჩეხეთის გათავისუფლებისადმი მიძღვნილი მუზეუმი მოინახულა.
ასევე ნახეთ: პომპეო ევროპაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდაპომპეოს ვიზიტი ემთხვევა თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკის გაძლიერებას რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების და ევროპაში მათი გავლენის წინააღმდეგ. პრაღიდან პომპეო ლუბლიანაში გაემგზავრება, სლოვენიის დედაქალაქში და იქ ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას მეხუთე თაობის, 5G ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუშლის რეგიონში კომუნისტური ჩინეთის "ინფილტრაციას მაღალი ტექნოლოგიების ქსელებში".
ასევე ნახეთ: პომპეო კრემლს "ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფლების" მიზანში ამოღებაზე პასუხობსსახელმწიფო მდივანი ლუბლიანიდან ვენაში, ავსტრიის დედაქალაქში გაემგზავრება და ევროპულ ტურნეს 15 აგვისტოს, ვარშავაში დაასრულებს. პოლონეთში პომპეო პარტნიორებთან ერთად განიხილავს შეერთებულ შტატებს და პოლონეთს შორის დადებულ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის (EDCA) შესახებ.
აღნიშნული შეთანხმება ტრანსატლანტიკური ურთიერთობის განმტკიცებას ემსახურება და შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას, როტაციის საფუძველზე პოლონეთში დამატებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავდეს. მხარეების განმარტებით, ეს "აძლიერებს რუსეთის შეკავებას და განამტკიცებს ნატოს". პოლონეთში როტაციის პრინციპით, აქამდე 4 500-მდე ამერიკელი მსახურობდა.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ჯარი გერმანიიდან ბელგიაში, იტალიასა და შავი ზღვის ქვეყნებში გადანაწილდება