მოსკოვში დაპატიმრებები გრძელდება

ოპოზიციონერ აქტივისტთა დაკავება მოსკოვში კვლავ გრძელდება. მოსკოვის პოლიციამ პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეები დააპატიმრა. რუსეთის საინფორმაცი სააგაენტოს "რია ნოვოსტის" განცხადებით, აქტივისტების აყვანა ოთხშაბათს კრემლის სიახლოვეს მოხდა. ამ კვირაში მოსკოვის პოლიცია მკაცრად მოქმედებს დემონსატრანტების წინააღმდეგ. ოპოზიციონერი ბლოგერი ალექსეი ნავალნი და მემარცხენე ფრთის ფრონტის კოორდინატორი სერგეი უდალცოვი სამშაბათს დააპატიმრეს. მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი აიყვანეს.